აქტუალური
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებია შეფასებული

     საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებია შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხმათა 62%-ით აირჩიეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი ხმათა 22% ერგო. დამკვირვებლებმა გარკვეული დარღვევები დააფიქსირეს, თუმცა მათ გამოკითხვა კონკურენტუნარიანად მიიჩნიეს და ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიონალიზმისთვის შეაქეს.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო- სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები კონკურენტუნარიანად და საკმაოდ სამართლიანად ცნო, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული ფონდები გამოიყენებოდა, ხოლო ცვლილებები წესებში, რომლებიც პარტიების რეგისტრაციას არეგულირებს, არჩევნების თარიღთან საკმაოდ ახლო პერიოდში განხორციელდა. მცირე რაოდენობით დაფიქსირდა დარღვევები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და არჩევნების პირველ რაუნდში.
2016
წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო- დააფიქსირა გამჭვირვალობის არარსებობა არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოსა და საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრების განხილვისას.
2017
წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ეუთო- მონიტორინგის მისიამ შეშფოთება გამოთქვა აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამ უწყებას ევალება, აკონტროლოს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების პროცესი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2017 კონსტიტუციურ ცვლილებები 2024 წლამდე სრულად არ განხორციელდება. ამ პროცესის გაჭიანურება ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების პროტესტს იწვევს, რომელთა მტკიცებითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ნელი ტემპით გადასვლა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ სარგებლიანია.