საზოგადოება
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის ნიმუში უკვე გამოაქვეყნა.
ტესტის სამივე ნაწილის შესასრულებლად კონკურსის მონაწილეს 2 საათი და 30 წუთი ეძლევა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსისთვის რეგისტრაცია 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით იწარმოებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. რეგისტრაციისთვის სტუდენტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა ჰქონდეს.
მსურველმა, ასევე, კონკურსში მონაწილეობის საფასური - 10 ლარი უნდა გადაიხადოს. საგამოცდო ბარათებს სტუდენტები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში მიიღებენ.