საზოგადოება
ჩინეთში სტალინური რეფორმების სამინისტრო შეიქმნება

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალურმა მდივანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ განაცხადა. უწყებას „სტალინური რეფორმების სამინისტრო“ დაერქმევა.
ახალი სამინისტროს ამოცანა გახდება საბჭოთა კავშირის ლიდერის ყველა ქმედების დაცვა. კერძოდ, საქმე შეეხება ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების აქტიურ დანერგვას. დაგეგმილია ანტიკორუფციული „სამეულების“ შემოღება, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებისაგან დაკომპლექტდება და ყველა სახის დანაშაულს გამოიძიებს.
“მიმაჩნია, რომ ნამდვილი კომუნისტებისათვის სტალინი ლენინზე ნაკლებად არ ფასობს, ხოლო სამართლიანი გადაწყვეტილებების პროცენტით მას მსოფლიო ისტორიაში საერთოდ არ ჰყავს ბადალი”,
- განაცხადა სი ძინპინმა.