სამართალი
თურქეთის საელჩო - თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება. თურქეთის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ 4 აპრილს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.