საზოგადოება
შიდა ქართლი დიდთოვლობამ დააზარალა

didtovlobaaწლევანდელმა დიდთოვლობამ შიდა ქართლის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თოვლის მოსვლაზე მხოლოდ იმიტომ ოცნებობდა, რათა მესტიასა და ბაკურიანში საკურორტო სეზონი არ ჩაშლოდა, ხალხზე ფიქრი ამჯერადაც ,,მხედველობიდან გამორჩა’’. 6 თებერვალს მოსული თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები. მათ აღსადგენად მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას სრულად აღუდგა, მაგრამ სოფელ ხურვალეთს, ტინისხიდს, ახალდაბას, ატენს, ბოშურს, ფხვენისს, ქვახვრელს, ქიწნისს, ძევერასა და ფლავს დენი ჯერაც არ მიეწოდება. უამინდობით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.