აქტუალური
შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. შიდა-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა კახა სამხარაძემ და აკაკი მაჭუტაძემ თანამდებობები გაცვალეს.
მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, ხოლო სამხარაძე თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის თებერვალში დანიშნა.
ახალი გუბერნატორები უკვე წარუდგინეს თანამშრომლებს და ადგილობრივ ადმინისტრაციებს.
გამგებლებისგან განსხვავებით, რომლებიც 2014 წლიდან პირდაპირი წესით აირჩევიან, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.