საზოგადოება
ბრიტანეთმა თვითონ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფოს განადგურებაში და ასიათასობით ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე! - იაკობ კედმი

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ისრაელელმა ექსპერტმა, სპეცსამსახურ „ნატივის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკობ კედმიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ ავანტიურაში წარმატების შანსი არ აქვს. „არა მგონია, რომ ამ მასხარას, რომელსაც დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია, საერთოდ გაეგება რამე ქიმიასა და აირებში. მან თქვა ის, რაც მიაწოდეს...
ტექნიკური მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომელიც რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემდა. ხოლო იმაზე, რაც ვითომ არსებობს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ამისი გახმაურება „დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს“. მაგრამ ამას ზიანის მიყენება შეუძლია არა იმიტომ, რომ ტექნიკური დეტალები გამჟღავნდება, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია!
ინგლისელები უცებ აღშფოთდნენ, რომ რუსეთმა თითქოსდა ვიღაც მოწამლა. მათ რა, სინდისი გაეღვიძათ? ბრიტანეთმა თვითონ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფოს განადგურებაში და ასიათასობით ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე! ბრიტანეთის ექსპრემიერმა ტონი ბლერმა თავის დროზე
(10 წლის შემდეგ - საქინფორმი) გულახდილად აღიარა, რომ დასავლეთი ცრუობდა, როდესაც ერაყში შეჭრისთვის საბაბს ეძებდა (და პატიება ითხოვა რა, საჯაროდ მოინანია - საქინფორმი). არ არსებობს არანაირი მიზეზი, ვამტკიცოთ, რომ ლიბიის და სირიის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდა. გარდა ამისა, ინგლისი მხეცურად იქცეოდა ფოლკლენდის კუნძულებზე არგენტინელების წინააღმდეგ, სადაც მისი სპეცრაზმი დაჭრილებს ხოცავდა, აგრეთვე აქტიურად ანადგურებდა მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულებს და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივს საკუთარ ტერიტორიაზე“, - შეახსენა კედმიმ.