აქტუალური
გროზნო საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის მზად არის

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ჩეჩნეთის ხელისუფლება საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, ამაზე უკვე ესაუბრა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს აბუბაქარ ედელგერიევ, რომელიც მოსკოვიდან 30 მარტს დაბრუნდა.
კადიროვი აცხადებს, რომ საქართველოს გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა რეალიზებისთვის მისი ხელისუფლება მზად არის.
თავად ედელგერიევის თქმით, საქართველოს გზის პროექტი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.