უცხოეთი
ჰასან რუჰანი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიპლომატიური გზებით უნდა დარეგულირდეს

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიპლომატიური გზებით უნდა დარეგულირდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად დიპლომატიური მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული. აუცილებელია რეგიონული სტაბილურობის გაძლიერება ორი სახელმწიფოს – აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალისხმევით. მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით დიპლომატიურ ძალისხმევას ვხედავთ. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ჰასან რუჰანიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს.

1tv.ge