რელიგია
ილია მეორემ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

ilia-II-katalikosiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პატრიარქი ლონდონში ქართული სიმღერის კონცერტს დაესწრო. მასში მონაწილეობდნენ სამების მგალობელთა გუნდი და ბრიტანეთში მოღვაწე ქართული სიმღერის გუნდები, რომელთა წევრები უმეტესად უცხოელები არიან. კონცერტს საქართველოს პატრიარქის პირადი მიწვევით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი - ბადენის პრინცესა მარგარიტაც ესწრებოდა. მისმა უწმინდესობამ პრინცესას საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა, რომელზეც პატრიარქის სახელია ამოტვიფრული. ილია მეორემ კონცერტზე მისული ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც მიმართა და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.