საზოგადოება
კახა კუკავა გიორგი არველაძის დაკითხვას ითხოვს

rusebtan7 თებერვალს ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკაში“ გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით - ,,გაყრა კონსერვატორულად“. ,,ქრონიკის“ წამყვანი სიუჟეტის დაწყებამდე აცხადებს, რომ: ,,იგორ გიორგაძის ახალი პარტნიორი ქართულ პოლიტიკაში კახა კუკავა ხდება“. ამას მოსდევს სიუჟეტის ავტორის განცხადებები, რომ გიორგაძე-კუკავას ურთიერთობამ კონსერვატიულ პარტიას რუსული ფულის მიღების საშუალება უნდა მისცეს და რომ კახა კუკავას არასამთავრობო ორგანიზაციას იგორ გიორგაძე დააფინანსებს. ორგანიზაცია თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას მსგავსი სახის დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებები დასჯად ქმედებად მიაჩნია და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისგან მოითხოვს, მთავარ პროკურატურაში დაიწყოს მოცემულ ფაქტზე გამოძიება, დაიკითხონ სიუჟეტის ავტორი ლევან ჩხაიძე, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და ყველა ის პირი, ვინც ფლობს შესაბამის ინფორმაციას სიუჟეტში გადმოცემულ ფაქტთან დაკავშირებთ. კახა კუკავა მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცნენ გამოძიების შედეგად გამოვლენილი დანაშაულის ჩამდენი პირები.