უცხოეთი
რუსული მედია კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესაძლო განზრახ გაჩენაზე წერს

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი დიდი ალბათობით განზრახ გააჩინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი საბავშვო გასართობ კომპლექსში, პოროლონის კუბებით სავსე, მშრალ აუზში გაჩნდა.
„სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“, – განუცხადა წყარომ „ტასს“. მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარს, რომელიც 25 მარტს გაჩნდა, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. მომხდარის გამო, 28 მარტი რუსეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

1tv.ge