სტუმრები საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა და საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ მიიღეს.
სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ საშუალება არ მიეცათ, მის უწმინდესობას, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება, პირადად შეხვედროდნენ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის, ბელარუსისა და პალესტინის წარმომადგენლები საქართველოში, უკვე მეორე დღეა, იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის – ანასტასიას ნერანძისის განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ასამბლეასთან ურთიერთთანამშრომლობაზე იმუშავებს.