უცხოეთი
რუსეთი „გადაჭრით აპროტესტებს“ დასავლეთის ქვეყნებიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „გადაჭრით აპროტესტებს“ შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროკავშირის 14 წევრიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას, რასაც „არამეგობრულ“ ნაბიჯად მიიჩნევს. 26 მარტის განცხადებაში, სამინისტრო საპასუხო ზომებით იმუქრება და აღნიშნავს, რომ დიპლომატების გაძევება ვერ დაეხმარება „იმ ადამიანების პოვნას, ვისაც ბრალი მიუძღვის“ ინგლისში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. რუსეთი გადაჭრით უარყოფს მათი მოწამვლის ბრალდებას, რომელსაც ინგლისი და მისი მოკავშირეები უყენებენ. უკრაინასაც აქვს გამოცხადებული, რომ აპირებს რუსი დიპლომატების - 13 ადამიანის - გაძევებას. მაგრამ რუსეთის ოფიციალურ განცხადებაში მოხსენიებული არიან მხოლოდ „ევროკავშირისა და ნატოს“ წევრები და საკუთრივ ქვეყნები დასახელებული არ არიან.

radiotavisupleba.ge