უცხოეთი
მარია ზახაროვა - ლონდონს სიურპრიზს ვუმზადებთ

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ლონდონის ქმედებებს „შავი პიარი“ უწოდა.
მისი თქმით, ის, რასაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აკეთებს „ავანტიურა და პროვოკაციაა“.
„ბრიტანეთის მთავრობამ ვერ დაიცვა თავისი პოზიცია და შესაბამისად, გადავიდნენ ანტირეკლამის და შავი პიარის კონცეფციაზე. ეს არის კოლოსალური პროვოკაცია. მეტიც, ეს არის კოლოსალური ავანტიურა“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, მათ, ვისაც რუსეთის მტრად წარმოჩენა სურს, მოსკოვი სიურპრიზს უმზადებს, რომელსაც სავარაუდოდ ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო უწყებაში დაგეგმილ ბრიფინგზე წარმოადგენენ.
ყოფილი რუსი მზვერავი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს.

1tv.ge