სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წილკანში ჩაბრძანდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
მისმა უწმინდესობამ გარდაცვლილის სულისთვის პანაშვიდი გადაიხადა და ბრძანა: ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს არჩილის სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები“.