აქტუალური
ბიძინა ივანიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. 24 მარტ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წეროვანში ჩავიდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ივანიშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრნენ. დაკრძალვის ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.
ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს. მეორე დღეს ის ცხინვალში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრემპათიასწარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიასმიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 143- მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.