საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე 50 000 აბონენტია დარჩენილი

საქართველოს რეგიონებში გუშინდელი დღიდან 211 919 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დღეს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, ძლიერი ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო ავარიულად გათიშული აბონენტების რაოდენობა 90 000-მდე შემცირდა.