აქტუალური
SPUTNIK–მა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მედიისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუშვა

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. SPUTNIK-ის პრესსამსახურის ცნობით, საინფორმაციო სააგენტო და რადიო SPUTNIK ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა SPUTNIKPRO–ს იწყებს, რომლის მასტერკლასი თბილისში 20 მარტს გაიმართა.
SPUTNIKPRO - ეს არის რუსულ მედიასაშუალებებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებისა და მედიამენეჯერების პრეზენტაციები და მასტერკლასები. პროგრამა ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს აცნობს. მასტერკლასების პირველი სერია მინსკში ჩატარდა. მეორე – თბილისში, რის შემდეგაც SPUTNIKPRO ერევანში გაემგზავრება.
დღევანდელ დღემდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჟურნალისტებთან .. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ურთიერთობდნენსააგენტოები და ფონდები, რომლებიც .. დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობით არიან დაკავებული. ჩვენ არ ვაპირებთ, თავს რამე მოგახვიოთჩვენთვის ესაა, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა: ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არის რაღაც, რისი გაზიარებაც შესაძლებელია და ვისთან ერთადაც მაგიდასთან ჯდომა კომფორტულია“, – აღნიშნა SPUTNIK–ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
SPUTNIK–ისა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლები დამსწრეთ გაუზიარებენ გამოცდილებას, რომელიც რუსულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის იქნება საინტერესო. კონკურენტული გამოცემების ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სასარგებლო ცოდნა, რაც SPUTNIK–ისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია – კონკურენცია სააგენტოს უფრო აქტიურად განვითარებას აიძულებს.
SPUTNIKPRO–ს პროგრამაში მონაწილეობენ: საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ახალი მედიაფაკულტეტის კათედრის უფროსი მასწავლებელი ნატალია ლოსევა, „როსია სეგოდნიას“ სახელმწიფო ინტერნეტპროექტების დირექციის დირექტორის მოადგილე ირინა კედროვსკაია, „როსია სეგოდნიას“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ოლეგ ედროვი, „როსია სეგოდნიას“ ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების უფროსი, ონლაინგამოცემის ფოტოსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე სვეტლანა სვიაზოვა, „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიური საერთაშორისო პრესცენტრის ხელმძღვანელი ოლგა კოლევა და „როსია სეგოდნიას“ მრჩეველი სვეტლანა ბაბაევა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო SPUTNIK – ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედიასაშუალებაა: სააგენტო 32 ენაზე მაუწყებლობს, პრესცენტრები და რედაქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე 24–საათიან რეჟიმში გადასცემენ ახალ ამბებს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის სამი წლის განმავლობაში SPUTNIK–ის ვებგვერდებმა, კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადგილობრივ მედიასაშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავეს.
ახლო აღმოსავლეთის თითოეულ ქვეყანაში SPUTNIK–ის ვებგვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე წარმოუდგენენ მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად, SPUTNIK აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს. რადიო SPUTNIK ინტერნეტსა და FM/AM დიაპაზონებზე 18 ენაზე მაუწყებლობს.
„SPUTNIK-საქართველომ" (SPUTNIK-GEORGIA.COM) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და, ასევე, ინტერნეტრადიოს. „SPUTNIK-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. SPUTNIK მოიცავს ვებგვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.