საზოგადოება
„საქართველოს უნივერსიტეტს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაჯიდ სამად–ზადე საბერი ეწვია. შეხვედრას დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო ირანელი სტუდენტების საქართველოში სწავლის პერსპექტივასა და სხვა სახის კულტურულ ურთიერთბებზე.
„ირანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ისტორიულად ჩვენ მრავალფეროვანი ურთიერთობა გაგვაჩნდა. საქართველოში ირანისტიკის შესწავლის საკმაოდ მდიდარი ტრადიცია არსებობს და სურვილი გვაქვს საქართველოს უნივერსიტეტმაც თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით“, – განუცხადა საქინფორმის კორესპონდენტს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ.