აქტუალური
იულია ტიმოშენკო უარყოფს ინფორმაციას, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიას მუამარ კადაფი აფინანსებდა

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ექსპრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2010 წელს მის წინასაარჩევნო კამპანიას ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა – განცხადება დღეს პარტიის ოფისში გაკეთდა.
კადაფის მიერ ტიმოშენკოს კამპანიის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო არაბულმა გამოცემამ Asharq Al Awsat-მა გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ 2010 წელს იულია ტიმოშენკომ კადაფისგან 4 მილიონი ევრო მიიღო და რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია კადაფის შვილის ახლო გარემოცვიდან მიიღეს, კონკრეტულად კი პირისგან, რომელმაც ტიმოშენკოს თანხა პირადად გადასცა.