საზოგადოება
შარშან, 25 ივნისს, შუაღამისას, ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი მუზეუმში გადაიტანა. ამ ქმედებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ნაწილი კი მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
კონკურსში წარმოდგენილი 42 ნამუშევრიდან ამ პროექტის გამარჯვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 8 თებერვალს გამოაცხადა.
რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის პროექტის კონკურსი ხელმეორედ ჩატარდა, რადგან ივნისში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მემორიალის ავტორები არიან თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია.