სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი დააკავეს

სამართალდამცავებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაკავების დეტალები დღეს, 15:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ არ იციან, კონკრეტულად რამდენი და რომელი თანამდებობის პირები დააკავეს.