აქტუალური
საქართველო ნატოს წევრი MAP-ის დახმარებით უნდა გახდეს - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტისას „ამერიკის ხმასთან“ ბრიუსელში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და ამ სამიტში საქართველოს როლზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ბრიუსელის სამიტისგან საქართველო მისი წარმატებული პარტნიორობის აღიარებას ელოდება.
ბრიუსელის სამიტიდან საქართველო მოელის იმას, რომ მოხდება ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება, რაც ნატომ და საქართველომ განვლეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. გვაქვს ყველა მექანიზმი, საქართველო ყველა მოთხოვნაში, რაც ნატოსგან არსებობს, არის საუკეთესო ასპირანტთა შორის, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არის ფორმატი, რომ ნატო არის კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, ნატოს გარდა, ჩვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.
ნატო გვიფიქსირებს შემდეგ პროცედურულ დინამიკასჩვენ აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. ჩვენი ამბიცია არის წევრობა და MAP- არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.