აქტუალური
საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას - მიხეილ ჯანელიძე

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას.
საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს სიმართლის დადგენის საქმეში“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.
სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.