იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე
უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ნატო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ელოდება, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნება.
„მე ველოდები, რომ ივლისის სამიტზე აღინიშნება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით კი კონტრიბუცია, რომელიც მას აქვს ავღანეთის ოპერაციაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, გასულ კვირას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და გამოხატა მწუხარება არჩილ ტატუაშვილის მკვლელობის გამო.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, ასევე, მივესალმებით შთამბეჭდავ რეფორმებს, აგრეთვე, იმას, რომ საქართველოს შესწევს უნარი, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

1tv.ge