უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი ქართველ ხალხს და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პირველი არხის საშუალებით, ქართველ ხალხს და ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.
როგორც იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე.
„ჩემი გზავნილი ასეთია. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს, მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.
ადამიანი დაიღუპა, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე. ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. ეს არის საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს“, – განაცხადა პირველ არხთან იენს სტოლტენბერგმა.

1tv.ge