სამართალი
საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ. შესაბამისი ინფორმაცია სერბეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს ხელი 7 მარტს, ბელგრადში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის დროს მოეწერა.
8 მარტს დოკუმენტი სერბეთის მთავრობამ დაამტკიცა. ამის შემდეგ ის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.
საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღემდე პერიოდით შეუძლიათ.