საზოგადოება
გურამ მაქაცარია ედუარდ შევარდნაძის მიერ დანიშნულ თანხას შეგნებულად არ იღებს

guram_makacariaსაქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, გურამ მაქაცარია 10 წელზე მეტია არ იღებს დეპუტატისთვის კუთვნილ ყოველთვიურ თანხას – 600 ლარის ოდენობით. ,,მე ვარ საქართველოს უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათმფლობელობის, მიწათსარგებლობის და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე. დღემდე შენარჩუნებულია უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ქვორუმი, შენარჩუნებულია ასევე 1991 წლის პოლიტიკური და ტერიტორიული სივრცე. 2000 წელს ედუარდ შევარდნაძის დადგენილებით დანიშნული თანხა – 600 ლარამდე არ ამიღია და არც ავიღებ, რადგან მე ვარ მოქმედი დეპუტატი, ხოლო უზენაესი საბჭოს ის დეპუტატები, რომლებიც იღებენ ამ თანხას არიან ყოფილი დეპუტატები” – აცხადებს გურამ მაქაცარია.

პროფესიით კიბერნეტიკოსი, მართვის თეორიის სპეციალისტი, სსრკ-ს 1989 წლის საუკეთესო გამომგონებელი გურამ მაქაცარია ამჟამად არსად არ მუშაობს. ამ გაუსაძლის პერიოდში, პოლიტიკური რწმენის გამო 600 ლარზე უარის თქმა – მისი მხრიდან გმირობის ტოლფასია. მას ახლაც უამრავი გამოგონება აქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ხერხდება ამ გამოგონებათა რეალიზება.