აქტუალური
„დაუფიქრებლად ესროლეთ მღვდლებს!“, მოუწოდებენ უკრაინაში

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. „უკრაინის თითოეულ მეომარს უნდა ახსოვდეს: მოსკოველი და პრომოსკოველი მღვდლები - რუსი აგრესორის საბრძოლო ერთეულები არიან, იქ წმინდა არაფერია და ანაფორის ქვეშ, შესაძლოა, ავტომატი იყოს დამალული“, - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც ფეისბუქში უკრაინულ საიტ „მიროტვორეცის“ გვერდზეა განთავსებული.
„შემოწმების დროს - არავითარი გამონაკლისი და მხოლოდ უფრო საგულდაგულოდ დათვალიერება. სიცოცხლისთვის სულ მცირე საფრთხისას - ესროლეთ დაუფიქრებლად!“, - მოუწოდებენ პუბლიკაციის ავტორები.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ ამ წლის იანვრის ბოლოს კიევში ვანდალებმა დესიატინის მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თებერვლის დასაწყისში ნაციონალ-რადიკალებმა ჯვარი გაანადგურეს, რომელიც კომუნისტების მიერ დანგრეული ტაძრის ადგილზე იყო აღმართული.