კიმ ჩენ ინს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების დადება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სურს
უცხოეთი
კიმ ჩენ ინს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების დადება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სურს

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების დადება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის გამოცემა Donga პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინის სურვილია, ფხენიანში აშშ-ის საელჩო გაიხსნას. აღნიშნული ინიციატივების შესახებ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და სამხრეთ კორეის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების წინადადება დააყენოს. დაგეგმილი შეხვედრის ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის და ვაშინგტონი ნებისმიერ შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა თეთრ სახლში ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, ფხენიანშიც ჩავიდეს.

1tv.ge