უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“ გამოსცადა

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“ წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, რაკეტის გაშვება სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიიდან მოხდა, რაკეტამ პოლიგონზე მოცემული მიზანი გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რაკეტის გაშვების ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
შეგახსენებთ, ახალი იარაღის შემუშავების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 1 მარტს ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1tv.ge