საზოგადოება
შუახევის რაიონში მეწყერში მოყოლილი 43 წლის ოთარ ცენტერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. იგი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში ზვავის ქვეშ მოყოლილ ოთარ ცენტერაძეს მაშველები 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ზვავიდან ამოყვანის შემდეგ, ის 4 კილომეტრი ფეხით ატარეს.