სამართალი
ოკუპირებულ აფხაზეთს იორდანიის საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა

      საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. დელეგაცია 8 მარტს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
ჩვენი თანამემულეები, მუჰაჯირების შთამომავლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. მათ შორის თქვენს ქვეყანაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ქვეყნებს შორს ურთერთთანამშრომლობა შესაძლებელი იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობა საუკეთესო ნიადაგი იქნება მუშაობისთვის. არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები, საშუალება ორ ერს შორის ურთიერთობისთვის ამ მიმართულებებით", - განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე.
იორდანიის პარლამენტართა დელეგაციას მანსურ სჟ აჟი ხელმძღვანელობდა, რომელმაც, აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განაცხადა, რომ იორდანია დაინტერესებულია აფხაზებთან თანამშრომლობით და ის დარწმუნებულია, რომ აფხაზეთსა და იორდანიას შორის ჯანდაცვაში და კულტურის სფეროებში თანაშრომლობა შესაძლებელი იქნება.
ჩვენ თბილად მიგვიღეს, დაინტერესებულები ვართ აფხაზებთან დაახლოებაში და თანამშრომლობაში. გვსურს, იორდანიის პარლამენტის სპიკერის სახელით მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი დელეგაცია დიდი პატივისცემით მიიღეთ", - განაცხადა სჟ აჟიმ.
როგორც „სპუტნიკ აფხაზია" წერს, იორდანიის პარლამენტის წევრმა ჰალებ ალბაკაარმა ხაჯიმბას „სამამულო ომში გამარჯვების“ 25 წლის იუბილე მიულოცა. აღსანიშნავია, რომ იორდანიის პარლამენტის ამ ჯგუფის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ თითქმის ორ კვირაში ჩავიდა.