სამართალი
ალექსანდრე კვიტაშვილი პასუხისმგებლობას იხსნის

kontr_palataჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის.

"მე რა შუაში ვარ. არის სადაზღვევო კომპანია და ეროვნულ ბანკში საქონელზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს", - განუცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებს.

კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი ალასანია კი აცხადებს, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კანონიერად მართვაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.

"2008-2010 წლებში ბიუჯეტიდან უმწეოთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაზე გამოყოფილი 284 მლნ ლარიდან უმწეოთა მომსახურების მიზნებს მოხმარდა მხოლოდ 40% , ანუ 114 მლნ ლარი. დარჩენილი 170 მლნ ლარი იქცა სადაზღვევო კომპანიების შემოსავლად, იმის ხარჯზე, რომ მათ არ უზრუნველყვეს ყველა ბენეფიციარი, ვინც დახმარებას საჭიროებდა. გაწეული 40%-იანი ხარჯი მოხმარდა მხოლოდ ბენეფიციართა 20%-ს, დაახლოებით 800 000 მოქალაქიდან მხოლოდ 171 000 მოქალაქეს", - განმარტა ალასანიამ.