უცხოეთი
რა საკითხები განიხილა იზორიამ ბაქოში

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პირველ პირებს ხვდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართულ შეხვერდაზე ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
შეხვედრაზე აზერბიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების წარმატებულ განვითარებას და აღნიშნა მრავალი წლის განმავლობაში არსებული თანამშრომლობის წარმატებული განვითარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედროში. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იზორიას ვიზიტმა აზერბაიჯანში ამ კუთხით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის კარგი შესაძლებლობა შექმნა.
თავის მხრივ, იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიაულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ის ასევე შეეხო საქართველო-აზერბაიჯან-თურექთის თანამშრომლობას, შეაფასა ის როგორც რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების ფაქტორი და აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას შორის წარმატებული ერთობლივი წვრთნები გაიმართა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მიმდინარე გლობალური პროექტების მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ლევან იზორია ასევე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის ყველა სფეროში არსებული მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მაღალი დონე. აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მათი თვალსაზრისი რეგიონულ საკითხებზე ერთმანეთს ემთხვევა. მამედიაროვმა აგრეთვე ისაუბრა ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში არსებული ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ელმარ მამედიაროვი ასევე შეეხო აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივ შეხვედრას, რომელიც ბაქოში 15 მარტს გაიმართება. მისი თქმით, ახალი შეხვედრის ფორმატი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ყოველმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.
თავის მხრივ, იზორია შეეხო პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრას, რომელიც ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დიდ როლს ასრულებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში არსებული ფართო კავშირებისა და პროგრამების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ემსახურება რეგიონში სტაბილურიბის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით ორი ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე დიდმასშტაბიანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების დაცვის ეფექტური ორგანიზების სფეროში.

sputnik-georgia.com