სომხეთს სურს, საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ჰქონდეს, მაგრამ ეს აუცილებლად ჩრდილოეთ ოსეთსა ან აფხაზეთზე გამავალი გზები არ არის
საზოგადოება
სომხეთს სურს, საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ჰქონდეს, მაგრამ ეს აუცილებლად ჩრდილოეთ ოსეთსა ან აფხაზეთზე გამავალი გზები არ არის

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. რუსეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას 2018 წელს სასაზღვრო პუნქტ ზემო ლარსის რაიონში გვირაბის მშენებლობის დაწყების შესახებ. ამის თაობაზე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდა ამისა, არსებობს შეთანხმება თავად საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზების და გზის გაფართოების თაობაზე.
გვირაბის მშენებლობა, რა თქმა უნდა, მოგვიანებით დასრულდება, რადგან ამას დრო სჭირდება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მოდერნიზაციის სამუშაოების ნაწილი წლის ბოლოსთვის დამთავრდება, - მოჰყავს მარტიროსიანის სიტყვები „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს. მინისტრის თქმით, გვირაბის დაპროექტების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
გარდა ამისა, მარტიროსიანმა აღიარა, რომ საზღვარზე სამუშაოებზე მსჯელობა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის ნაწილია. მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი ისურვებდა, საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ჰქონოდა, მაგრამ ეს აუცილებლად ჩრდილოეთ ოსეთსა ან აფხაზეთზე გამავალი გზები არ არის.