აქტუალური
ტატუნაშვილი, გუდიაშვილი, უვიზო რეჟიმი - პრემიერ-მინისტრის კომენტარი

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. დამერწმუნეთ, ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში, ძალიან გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მთავრობის მეთაურმა მედიასთან კომენტარი ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.
ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.