თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

მუხათგვერდის გზაზე, მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00-დან 24:00 საათამდე, წყალმომარაგება რამდენიმე უბანს შეუწყდება: ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდი დიღმის დასახლებასა და დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, საოლქო სასამართლოს, სარაჯიშვილის ქუჩას, გოთუას ქუჩას.
წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ნუცუბიძის ქუჩა, ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები.
როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ „საქინფორმს“ განუცხადეს, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.