სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საბოლოო თარიღად კვირის ბოლო დაასახელა

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია მას აქვს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებაში არიან ჩართული.
"ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.