მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია საქართველოშია
საქართველოში სტუმრობს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და დეპუტატთა ჯგუფს ხვდება. ისინი შეხვედრებს საპატრიარქოსა და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტშიც გამართავენ.
სტუმრები თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ, ხელოვნების მუზეუმს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სამთავროს დედათა მონასტერს დაათვალიერებენ. თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი მათ პატივსაცემად კონცერტი გაიმართება.
დელეგაციის წევრები საქართველოს 9 თებერვალს დატოვებენ.