უცხოეთი
კიმ ჩენ ინმა სამშობლოს გაერთიანების ახალი ისტორიის დასაწყისი გამოაცხადა

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. კიმ ჩენ ინმა სამშობლოს გაერთიანების ახალი ისტორიის დასაწყისი გამოაცხადა.
სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრისას, ჩრდილო კორეის ლიდერმა ორი კორეის ურთიერთობების გაუმჯობესების პრინციპული სურვილი გამოთქვა.
კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წერილი გადასცეს, სადაც უმაღლეს დონეზე შეხვედრის სურვილია გამოთქმული.
სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა შეხვედრის ორგანიზების მიზნით აუცილებელი ზომების მიღების ბრძანება გასცა. შეხვედრაზე საუბარი იყო კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სამხედრო დაძაბულობის შერბილების აუცილებლობაზე.

1tv.ge