პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 120 მილიონი დოლარი „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლისთვის არ დახარჯა, იმიტომ რომ იქ რუსული ენა არ იციან!

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დახარჯა 120 მილიონი დოლარის ოდენობის სახსრები, რომლებიც 2016 წლის ბოლოდან გამოეყო ამერიკულ არჩევნებზე რუსეთის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.
„რუსული პროპაგანდისთვის“, აგრეთვე ისლამური სახელმწიფოს, ჩინეთისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილ სპეციალურ ქვედანაყოფს - „გლობალური ურთიერთქმედების ცენტრს“. მაგრამ, როგორც The New York Times იუწყება, „ცენტრში მომუშავე 23 ანალიტიკოსიდან არცერთმა რუსული ენა არ იცის“, ამასთან, იქ ვერ იპოვეს „ტექნიკური სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ, კიბერსივრცეში რუსეთის ამგვარი ქმედებების მოძიება ეცადათ“.
ეს გასაგებიცაა, „ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა, მითუმეტეს, როცა ის იქ არ არის“ - აშშ-სთვისაც კი ძნელი ამოცანაა...