საქართველოში რუსეთთან ერთმორწმუნეობა მხოლოდ კრიტიკულ დღეებში ახსენდებათ - საქინფორმი
პუბლიკაციები
საქართველოში რუსეთთან ერთმორწმუნეობა მხოლოდ კრიტიკულ დღეებში ახსენდებათ - საქინფორმი

     პოლიტიკოსები დანაშაულებს სჩადიან - პატრიარქს გვამები გამოაქვს: ეს ალგორითმი საქართველოში უწინდებურად აქტუალურია. როგორც ცნობილია, ცხინვალში დაკავების დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და ახლობლები 2018 წლის 1 მარტს, საღამოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მივიდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.
მეორე დღეს, 2 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა მათთვის მიცემული პირობა შეასრულა და გარდაცვლილის ცხედრის მშობლებისა და ახლობლებისთვის დროულად გადმოცემაში დახმარების თაობაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა
  
„თქვენო უწმინდესობავ,
მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ ქ. ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.
ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებს და ახლობლებს არა აქვთ საშუალება, დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.
ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.
თქვენის მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია
II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმი სინანულით აღნიშნავს, რომ მომხდარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულებების გაგრძელებაა, რომლებისთვისაც დღემდე არ დასჯილა. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი გახდა - როგორც ის ქართველი ჯარისკაცები, რომელთა გვამების ცხინვალიდან გამოტანაზე უმაღლესმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა უარი განაცხადა! დღევანდელ ხელისუფლებაში კი ერთი ხელმძღვანელიც არ მოიძებნა, რომელიც ოსურ მხარესთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას და საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტას შეძლებდა, თუმცა ქართველი ხალხი ძველებურად არჩენს „სამხრეთ ოსეთის დევნილობაში მყოფ მუქთახორების მთავრობას“, რომელიც სააკაშვილმა უანდერძა.
2008 წლის აგვისტოში პატრიარქმა ილია მეორემ ბერებთან ერთად პირადად გამოიტანა ტყეებიდან ქართველი ჯარისკაცების ხრწნაშეპარული გვამები 58-ე არმიის მაშინდელი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ხრულიოვის ხელშეწყობით. „თქვენ ხომ ქრისტიანები ზართ, წაიღეთ თქვენი ჯარისკაცების ცხედრები, მათ უკვე ღორები ჭამენ!“, - მიმართავდა მაშინ ხრულიოვი მის წინაშე კუდის მოქიცინე ხელმძღვანელობას მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც 2012 წელს საპარლამენტო ოპოზიციაში გადავიდა.
და დღესაც საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქის ხელშეწყობით ცდილობს, გამოიტანოს იმ ომის მორიგი მსხვერპლის ცხედარი, რომელმაც ქართლი მავთულხლართებით ორად გაყო, იმიტომ რომ საქართველოს N1 სტრატეგიული მოკავშირე აშშ, აგრეთვე „ღვთაებრივი“ ნატო და ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, მხოლოდ „შეშფოთებს გამოხატავენ“. საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის მმართველებს ხომ რუსეთთან მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა მხოლოდ კრიტიკულ დღეებში ახსენდებათ!
ბოროტმოქმედებს, რომლებმაც დღეს საქართველოს პარლამენტის მესამედის ოკუპაცია მოახდინეს, რომლებიც პატრიარქ ილიას КГБ-ს აგენტს და რუსი ოკუპანტების ხელისშემწყობს უწოდებენ, ხოლო რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ერთმორწმუნეობას - რუსულ პროპაგანდას, საქინფორმი შეახსენებს, რომ განკითხვის დღემდე მათ, სააკაშვილთან ერთად, გარდაუვალი სასჯელი დედამიწაზე ელოდებათ და, შესაძლოა, პატრიარქის დახმარება თვითონაც დასჭირდეთ.
ამავე დროს, საქინფორმს ქართველ გამომძიებელთა პროფესიონალიზმის იმედი აქვს, რომლებიც, პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, ობიექტურ დასკვნას წარმოადგენენ - არ აჰყვებიან საზღვარგარეთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ ატეხილ ისტერიას, რომლებიც ადამიანების მწუხარებითაც კი საკუთარი ანგარებიანი და პიარ-მიზნებით სპეკულირებენ. ტატუნაშვილის ინციდენტამდე ხომ სამხრეთ ოსეთის მხარეს ქართული სოფლების ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები ჰყავდა დაკავებული, რომლებიც ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ ადასტურებდნენ, რომ იქ კარგად ეპყრობოდნენ.
ხოლო თუ ოსური მხარის დასკვნა დადასტურდება, საქინფორმს, კერძოდ, აინტერესებს - ვინ გამოუგზავნა ცხინვალიდან ვინმე დავით ქაცარავას მობილურ ტელეფონზე შეტყობინება ტატუნაშვილის „წამებისა და მკვლელობის“ დეტალური აღწერით? ვინ დააფინანსა აბსოლუტურად უსარგებლო პროვოკაციული ფლეშმობები და „ანტიოკუპაციური“ ტაქსებისთვის ძვირად ღირებული იაპონური ავტომობილების შეძენა? შემთხვევით სამხედრო დამნაშავემ ხომ არა, რომელმაც საკუთარი თანამოქალაქეები გაანადგურა და დღეს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს?!

საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 5 მარტი
საქართველო, თბილისი