პოლიტიკა
ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა! - პუტინმა ფედერალურ კრებას წარუდგინა უპილოტო აპარატი წყლის ქვეშიდან ბირთვული დარტყმის მიყენებისთვის

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. „რუსეთში შემუშავებულია უპილოტო წყალქვეშა აპარატი, რომელსაც შეუძლია, „ძალიან დიდ სიღრმეზე“ და სიჩქარით გადალახოს კონტინენტებს შორის მანძილი და თან ბირთვული მუხტი გადაიტანოს. ამ აპარატებს შეუძლიათ ისეთი სიჩქარით გადაადგილება, რომელიც რამდენჯერმე აღემატება წყალქვეშა ნავების, ყველაზე თანამედროვე ტორპედოებისა და ყველაზე სწრაფი წყალზედა ხომალდების ყველა სახის სიჩქარეს. ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა! ამ აპარატისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები დღეს მსოფლიოში უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ უპილოტო წყალქვეშა აპარატებს შეუძლიათ მიზნების ფართო სპექტრის - ავიამზიდი დაჯგუფებების, სანაპირო გამაგრებების - განადგურება.
„მას ასჯერ ნაკლები მოცულობა აქვს, ვიდრე თანამედროვე წყალქვეშა ნავების დანადგარებს, და მათზე მეტი სიმძლავრე. ჩატარებული გამოცდების შედეგებმა შესაძლებლობა მოგვცა, დაგვეწყო სტრატეგიული იარაღის პრინციპულად ახალი სახეობის შექმნა, რომელიც დიდი სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალით არის აღჭურვილი“, - განაცხადა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა, რის შემდეგაც ნაჩვენები იქნა ვიდეო ამ შეიარაღების დემონსტრირებით - როგორ აყენებს ის დარტყმას (იხ. ვიდეოზე მიმართვის სრული ვერსია).