პოლიტიკა
„ავანგარდი“ მიზნისკენ მიდის, როგორც მეტეორიტი, როგორც ალმოდებული ბურთი! - პუტინმა ფედერალურ კრებას უნიკალური რუსული ჰიპერბგერითი იარაღი წარუდგინა

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. „შეიარაღების არსებული ნიმუშებისგან ეს სისტემა განსხვავდება უნარით, იფრინოს ატმოსფეროს მკვრივ ფენებში კონტინენტთაშორის მანძილზე ჰიპერბგერითი სიჩქარით. ფრთოსან ბლოკს შეუძლია მანევრირება და ტრაექტორიიდან გადახრა ათას კილომეტრამდე მანძილზე. ამგვარი მანევრები მას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერი სახისთვის „პრაქტიკულად მოუწყვლადს“ ხდის. დარტყმითი ბლოკის ფრენის მართვა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში შესვლისას ის 600-2000 გრადუსამდე ხურდება. ის მიზნისკენ მიდის, როგორც მეტეორიტი, როგორც ალმოდებული ბურთი“, - მოუთხრო პუტინმა დამსწრეებს, რის შემდეგაც ნაჩვენები იქნა ვიდეო ამ შეიარაღების დემონსტრირებით - როგორ აყენებს ის დარტყმას (იხ. ვიდეოზე მიმართვის სრული ვერსია).