აქტუალური
სტოლტენბერგი: ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების როლზე ილაპარაკა. საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი" ამ ინფორმაციას სტოლტენბერგთან წერილობითი ინტერვიუს შემდეგ ავრცელებს.
"საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. თუმცა, სანამ საქართველო შეძლებს, ნატოს შეუერთდეს, მანამდე კონსენსუსის გზით, აუცილებლად უნდა იქნს მიღებული გადაწყვეტილება MAP–ის შესახებ. ეს შეესაბამება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოკავშირეებმა იგივე დაადასტურეს ვარშავის სამიტზეც. თუმცა, ისევ და ისევ, ახლა აქცენტი კეთდება რეფორმების კუთხით დაწინაურებაზე და საქართველოს მომზადებაზე საბოლოო წევრობისთვის, როგორც ეს ათი წლის წინ გადაწყდა.
ჩვენ შევქმენით რამდენიმე მექანიზმი, რათა საქართველოს უფრო მეტად დავეხმაროთ რეფორმების გატარებაში. ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ეფექტ
იანი საშუალებებია საქართველოს დასახმარებლად, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ნატოს სტანდარტებთან და მოემზადოს წევრობისთვის.
ალიანსის წინა სამიტის შემდეგ, საერთო ჯამში, მიმართულება, რომელსაც მე ვხედავ, ძალიან პოზიტიურია. მივესალმები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებ ქვეყანას, გააგრძელოს ეს გზა, მათ შორის - საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმების განხორციელებითა და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერებით.
მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ ჩვენს ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. საქართველო თამაშობდა და კვლავაც თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ავღანეთში მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცებით, მისიისთვის რჩევების მიცემისა და დახმარების გაწევით.
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი მიდგომა ამ ქვეყნის მიმართ ძლიერ თავდაცვასა და დიალოგს აერთიანებს. ნატომ რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებას თავდაცვითი და პროპორციული გზით უპასუხა. ამ ეტაპზე ჩვენი რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ დაუყო
ნებლივ საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა აღმოსავლეთით და სამხრეთით არსებული გამოწვევების გამო უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა. საპასუხოდ ჩვენ „ცივი ომის” დასრულების შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერების იმპლემენტაციის პროცესში ვართ.
ჩვენ არ გვსურს რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ რუსეთის მიერ საერთაშორისო წესების დარღვევის იგნორირებაც არ შეგვიძლია. თუმცა ძლიერ თავდაცვასა და შინაარსიან დიალოგს შორის წინააღმდეგობა არ არის. როცა დაძაბულობ
მატულობს, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნება, რათა გამჭვირვალობა გაიზარდოს და რისკები შემცირდეს. ვინარჩუნებთ სამხედრო კომუნიკაციას.
არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩაერიოს"
, - თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა არ უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარ ლუკ კოფის ინიციატივას ნატოს წესდების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის პრინციპი) საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ დროებით (ამ კონფლიქტების მოგვარებამდე) არგავრცელების შესახებ.
ლუკ კოფი ამერიკული ფონდის Heritage Foundation-ის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია. მან 8 თებერვალს თბილისში თავისი მოხსენების პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოში რუსეთის შემოჭრასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მიეძღვნა.
ატლანტიკური საბჭო ნატოს მორიგი სამიტისთვის საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს.
ნატო უმაღლესი დონის მორიგ შეხვედრას 2018 წლის 11-12 ივლისს გამართავს.