სამართალი
მოლდოვაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მარშრუტი საქართველოზე გადიოდა (ვიდეო)

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. მოლდოვაში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ხუთი მილიონი ევროს ღირებულების 84 კილოგრამი ჰეროინის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი, – ამის შესახებ ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია იუწყება.
უწყების ცნობით, ნარკოტიკი ხილითა და ბოსტნეულით სავსე სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთიდან გავიდა და მოლდოვაში ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით შევიდა (ვიდეო იხ. აქ).
ამასთან, მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა რამდენიმე მარშრუტი დაასახელა, რომლითაც, მისი ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირებას ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდნენ. მათ შორის ლაპარაკია ტვირთის საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ბორნის მეშვეობით გადატანაზე.
პირველი მარშრუტია ავღანეთი-ირანი-თურქეთი-უკრაინა-მოლდოვა, ან ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-მოლდოვა. მეორე მარშრუტია ავღანეთი-ირანი-თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-მოლდოვა. ტვირთის საბოლოო დანიშნულება კი ევროკავშირის ქვეყანა, ნიდერლანდები ან გერმანია იყო“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ფრედოლინ ლეკარმა.