უცხოეთი
Fox News - დამასკოს მახლობლად ირანმა ახალი სამხედრო ბაზა შექმნა

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სირიაში, დედაქალაქ დამასკოს მახლობლად ირანმა ახალი სამხედრო ბაზა შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბაზაზე განთავსებულია ანგარები, რომელიც რაკეტების შესანახადაა განსაზღვრული.
დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, ირანის სამხედრო ბაზა დამასკოდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრში მდებარეობს და მას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს.
გასულ წელს, თანამგზავრის მეშვეობით კიდევ ერთი ირანული ბაზა დამასკოს სამხრეთით აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა.