საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში მარნეულში აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ჩატარებულ შეხვედრაზე.
შეხვედრის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ საქართველოს პრეზიდენტს შეახსენა, რომ „დღეს აზერბაიჯანში ხოჯალის გენოციდის 26 წლისთავი აღინიშნება“ და სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი ეცა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. თუმცა მარგველაშვილმა უარი თქვა, აღნიშნა, რომ თვალს ადევნებს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გარშემო სიტუაციას“ და განაცხადა, რომ „საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა“.